|
2015-09-10 11:22:55, 1626 ნახვა
საზოგადოება
რა არის აუქციონი და როგორ ხდება მასში მონაწილეობა
აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბარათების გამოცემას აგრძელებს. დღევანდელი ბარათის თემაა- აუქციონი. რა არის ელექტრონული აუქციონი? სააღსრულებო წარმოების პროცესში (ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ) შესაძლოა, თანხის ამოღება მოხდეს ქონების რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდებიან ქონების რეალიზაციის მათთვის სასურველ ფორმაზე, ქონების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის გზით. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2011 წლის 1 თებერვლიდან ტარდება ელექტრონული აუქციონი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge. ელექტრონული აუქციონი არის საჯარო და გამჭვირვალე. აუქციონში მონაწილე პირების ვინაობა კონფიდენციალურია. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სააღსრულებო წარმოების მხარეებს. აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიცავს ქონების აღწერილობას და რეალიზაციის პირობებს. რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად? ვებგვერდზე www.eauction.ge. რეგისტრაცია, საგარანტიო თანხის გადახდა და ბიჯის გაკეთება. აუქციონში გამარჯვების შემთხევაში, შესყიდვის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)