|
2020-08-16 12:33:46, 1305 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი დღის მანძილზე თამარის მანქანა იქ არ იყო და პოლიცია ცრუობს
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი დღის მანძილზე თამარის მანქანა იქ არ იყო და პოლიცია ცრუობს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე უამრავი ნახირი მოძრაობს და ცხედრის პოვნა უფრო ადრე შეიძლებოდა. „როდესაც ავტომობილი აღმოჩინეს, საუბარი იყო, რომ მთელი 5 დღის განმავლობაში ანუ 18 ივლისიდან ავტომობილი იდგა იმ ადგილას და სულ შემთხვევით აღმოუჩენია მწყემს, ამ დროის მანძილზე ყველანაირად მიმდინარეობდა თურმე დრონის მიერ ამ ტერიტორეიბს დათვალიერება და რადგანაც ვერ მოახერხა დრონმა დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი, აღმოაჩინა მწყემსმა. მიუხედავათ იმისა, რომ თურმე იმ ტერიტორიაზე ნახირი გადაადგილდება ხუთი დღის მანძილზე ეს მანქანა ვერავინ ნახა. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, ვცდილობდით დავრწმუნებულიყავით რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ სრული დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი ხუთი დღე იქ მანქანა არ იყო. ჩემი ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ ერთმა მაინც ივაჟკაცა და მან სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება და ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავისი დამცველი ოთხფეხა ძაღლი და შემიძლიათ გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას და არ იდგებოა ის ხუთი დღე. ჩვენ ხვალ შევხდებით მთავარ პროკურორს და ამ კითხვებზე ძალიან დეტალურად მოუწევთ პასუხის გაცემა. მე შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არაა საუბარი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)