|
2020-08-16 11:55:32, 1026 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას სამართალდამცველთა როლზე და ამ მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლების მიზანია სექსუალურ შევიწროებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების თემაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები 200-მდე პატრულ-ინსპექტორს გადაამზადებენ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ პოლიციელთათვის სექსუალური შევიწროების თემაზე შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც მათ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და სათანადო რეაგირებაში ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ზემოაღნიშნულ თემებზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)