14:29 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 15:17:00, 1908 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების მისაღებად ვებ-გვერდზე ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

საუბარია ელექტრონულ პორტალზე – დახმარება.მოჰ.გოვ.გე.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.

„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად
რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – დახმარება.მოჰ.გოვ.გე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.

სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: წწწ.მოჰ.გოვ.გე და ელექტრონულ პორტალზე -დახმარება.მოჰ.გოვ.გე.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს
• „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics