2020-08-15 10:30:35, 18035 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ19-ის 1 321 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 1088-ს შეადგენს.
ამასთანავე, კარანტინის რეჟიმშია 7 596 ადამიანი, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი კი, 17-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან