|
2020-08-14 16:22:37, 965 ნახვა
ეკონომიკა
SME Banking Club-მა „საქართველოს ბანკი“ კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა
SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა. SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)