04:41 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 10:41:20, 1153 ნახვა

ეკონომიკა
მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის  თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო. 

დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები  ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წელს  50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics