|
2020-08-13 18:39:03, 1122 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით შეივსო და ქალაქში ყველა დაგეგმილი პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი
ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო. მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა. “ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მოვახერხეთ რომ ბათუმის თვითმმართველობისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ფინანსური რესურსი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არცერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული. მიუხედავად პანდემიის და ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ყველა ის პროგრამა როგორიც იყო სოციალური, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებები, იქნება შენარჩუნებული. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბათუმის თვითმმართველობის მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსით, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში, რომ ბათუმელებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ქალაქი იყოს წესრიგში”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)