|
2020-08-13 15:47:25, 977 ნახვა
ეკონომიკა
აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება „თიბისის“ მხარდაჭერით ფართოვდება
თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თქვენთვის აქ, გორში „კულას“ საწარმოში აშრობენ და სარელიზაციოდ შეფუთვებში ანთავსებენ. ახლა კი უკვე „ჩირუკამ“ თიბისის მხარდაჭერით საკუთარი ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა. შესაბამისად, კომპანია უკვე შეძლებს წარმადობა გაზარდოს და ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასას უპასუხოს. „ჩვენი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია. დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, ნაწილი კი საქართველოში შევიძინეთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ საკუთარი ხილის ბაღები გავაშენოთ და იქ მოწეული ხილის გაშრობა მოვახდინოთ, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოგვაქვს, მაგალითად, ატამს კახეთში ვყიდულობთ და ა.შ. ჩვენთან სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდეა დასაქმებული", - ამბობს დავით გოგლიძე, „ჩირუკას“ ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი. კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს. „ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც. სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ჩირი ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარადაა მიჩნეული. თანაც, გამხმარი ხილი ბევრად მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახული. სწორად დაჩირვა კი ხილს ისე ინახავს, რომ მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ „ჩირუკას“ ნუგბარი, დროა უკვე დააგემოვნოთ - ის მთლიანად ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)