|
2020-08-13 14:23:34, 1097 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი
დღეს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშემწყობ ღონისძიებებს უკავშირდება. განხორციელდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც გვქონდა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლს, მთავრობა, საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს. წელს მსოფლიოში ვაშლის მოსავლის მოლოდინი არის ძალიან მაღალი. იმისათვის, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი არ დარჩეთ საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს 10 თეთრიან სუბსიდირებას 1 კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, მინიმუმ, 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და ფერმერებმა ანაზღაურება მიიღონ. მთავრობის გადაწყვეტილება არის მასტიმულირებელი მექანიზმი კომპანიებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამმუშავებელმა კერძო კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრანტს აწარმოებენ. კონცენტრატი საექსპორტო პროდუქტია და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. კომპანიებს ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტს დავუფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი არ იქნება 16 %-ზე მეტი. ჩვენ დავაფინანსებთ ნახევარს, 8 %-ს. ასეთივე მიდგომაა იმ შემთხვევაშიც, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე, სეზონი დაიწყება სექტემბრიდან. ჩვენ მობილიზებული გვეყოლება სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი გორის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია 10-მდე გადამმუშავებელი ქარხანა. პროცედურები დაახლოებით ისეთივეა, როგორც რთველის შემთხვევაში. კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი და ვიდეოკამერები, იმისთვის, რომ მოხდეს პროცესის მაღალ დონეზე, ორგანიზებულად ჩატარება და კონტროლი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)