2020-08-13 10:02:25, 18179 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულია 1283 პირი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 1068 შეადგინა. ქვეყანაში ვირუსით სულ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 7718 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 245 ადამიანია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან