16:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 17:18:46, 1051 ნახვა

სამართალი
ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე - პროკურატურა ცდილობს პირი ამოგვიკეროს

„დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს და მათივე დაშვებულ შეცდომებზე ხელი მოგვაწერინონ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პროკურატურას არ გააჩნია ახალი გარემოებები და არც ახალი მასალები არ აქვთ.

„დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ. მე ადრეც აღვნიშნე, რომ პროკურატურამ ომი გამოგვიცხადა. ახლა კი ცდილობს უსამართლო ომში უსამართლოდაც მოიქცეს.

ახალი მასალები არ აქვთ. არანაირი ახალი გარემოებები არ არსებობს და უნდათ მიგვიყვანონ მონურად და ხელი მოგვაწერინონ მათივე დაშვებულ შეცდომებზე. ამას ვერ მივართმევთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა და ისინი შაქარაშვილის საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics