12:49 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 13:41:13, 985 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს.  როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics