|
2020-08-12 13:33:00, 1108 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა
„საქართველოს ბანკი“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა. „საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას. კერძოდ, აბაშაში სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)