|
2020-08-12 13:23:37, 948 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამის დანერგვას. „საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საფოსტო ადმინისტრაციასა და საბაჟო დეპარტამენტს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის ინიციატივით მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU“-ს ხარისხის ფონდმა უზრუნველყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროგრამის „ASYCUDA“-ს განახლებისთვის 86 000–მდე აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა. პროექტის ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროცესის გამარტივებაზე, ასევე გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარებაზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. პროგრამის განახლებას და სისტემაში იმპლემენტაციას განახორციელებენ საქართველოს ფოსტის, საბაჟო დეპარტამენტის, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის და „UNCTAD“-ს ექსპერტები. პროგრამის სატესტო რეჟიმში მუშაობა დადებითად შეფასდა, ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით. პროგრამა სრული დატვირთვით 2021 წლის იანვრიდან გაეშვება. წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. რიგი საფოსტო ადმინისტრაციები წინასწარი დეკლარირების გარეშე უარს აცხადებენ გზავნილთა მიღებაზე, შესაბამისად აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გზავნილთა გაცვლის უსაფრთხო და სანდო მიწოდებას. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)