16:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 12:22:13, 1124 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - რევაზიშვილის წინააღმდეგ ბუნებაში ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბუნებაში ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის მდევრებს შორის რევაზიშვილი არ ყოფილა და ეს ამირხანაშვილმა შეცვლილ ჩვენებაშიც დაადასტურა.

„ნიკოლოზ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება. უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ბუნებაში ვერ იქნება მტიკიცებულება, თუ მისი ფალსიფიკაცია არ მოხდა. არავის ჩაჰყოლია ხევში და არც არავის მისდევდა. ამის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა თავის შეცვლილი ჩვენებაში დაადასტურა, რომ მდევრებს შორის რევაზიშვილი არ ყოფილა“, - განაცხადა შოთა კახიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics