|
2020-08-11 20:34:51, 1082 ნახვა
სამართალი
გერმანია მზადაა სათანადო პასუხისთვის, თუ ხანგოშვილის მკვლელობაში სასამართლო რუსეთს დაადანაშაულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირები დაადგინა, ოფიციალური ბერლინის რეაქცია შესაბამისი იქნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სასამართლოზეა დამოკიდებული საბოლოო განაჩენი, ხოლო გერმანიის პასუხი დამნაშავის მიმართ განაჩენზეა დამოკიდებული. "როგორი იქნება განაჩენი, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს იქნება საფუძველი, ჩვენი რეაქციისთვის. თუ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება", - განაცხადა მაასმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი, გერმანიას სანქციების დაწესების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)