18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 16:06:24, 1287 ნახვა

სამართალი
ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია

ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

ამის შესახებ ბრიფინგზე შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად და გამართლებულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სსკ-ის 109 მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მგზავრები „ტოიოტა ქემრის“ გარდა არ იყვნენ ადგილზე. ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics