|
2020-08-11 12:26:16, 948 ნახვა
რეგიონი
გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. სწავლების ფარგლებში, პირველი შეხვედრები ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში გაიმართა. ტრენინგების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება. განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა სამართლებრივ ბაზას, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ზედამხედველობა და კონტროლი, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, ნარჩენების მართვა და სხვა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, საკრებულოების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული. ტრენინგები მუნიციპალიტეტის დონეზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)