|
2020-08-11 11:06:06, 1157 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ხევს სამი სკვერი შეემატება
გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა N1–N1 ა კორპუსებთანაც, სადაც 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა. გლდანის ხევის N6 და N6 ა კორპუსებთან კი სკევრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 382 555 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)