17:18 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 13:37:04, 355 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს  აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ამერიკის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებს.

„აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, მრავალი ღონისძიებით იქნება დატვირთული. შევხვდები აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების, კონგრესის და წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევხვდები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ბატონ ჯო ბაიდენს, რათა განვიხილოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოვების პერსპექტივები და აშშ-ის როლი რეგიონში. ასევე შევხვდები, ორმხრივ ფორმატში, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის  ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS), დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში.

მინისტრი აგრეთვე გამართავს ოფიციალურ სადილს  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩებთან ვაშინგტონში.

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რიგის სამიტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარიდან 4 თებერვლამდე გასტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics