|
2020-08-11 00:12:02, 1401 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ანზორ ერქომაიშვილი არის ადამიანი, ვისი თანადგომითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო ფოლკლორის საგანძურში
„ბატონი ანზორ ერქომაიშვილი არის ადამიანი, ვინც არამხოლოდ გადაარჩინა ძალიან ბევრი ფოლკლორული ნაწარმოები და განავითარა ქართული ფოლკლორი, არამედ საქართველო ამაყად გააცნო სრულიად მსოფლიოს და მისი დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო ფოლკლორის საგანძურში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა. საიუბილეო საღამო ოზურგეთში გაიმართა და მას საქართველოს ხელისუფლების, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გურიის რეგიონში ხორციელდება. „რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მსურს აღვნიშნო, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს - პირველ რიგში, ეს არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ ოზურგეთში დავიწყეთ და სულ მალე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 დასახლებული პუნქტის 8500-მდე ოჯახს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის, სწრაფი ინტერნეტი ექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის ბოლოს დამატებით 19 დასახლებულ პუნქტში, 4400 ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი. აქედან 11 დასახლებულ პუნქტში უკვე შესრულებულია ტექნიკური სამუშაოები და დანარჩენებსაც მალე დავასრულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე საწარმო დაფინანსდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ასევე სასტუმროები და დამატებით 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და გაცილებით მეტს გავაკეთებთ როგორც გურიის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში" - განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)