|
2020-08-10 18:12:04, 1212 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით საქმეთა რწმუნებულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა დეასუ ჩუნგს აჭარაში ვიზიტისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დადებით დინამიკას ეკონომიკის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროებში. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მზარდ დინამიკაზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის მხარეს არსებული პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დადებით კონტექსტში შეფასდა საქართველოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრაზე ბატონმა ჩანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კორეის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ატაშე ბაიონ სენგვუ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)