|
2020-08-10 16:48:45, 1036 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერები „რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში“ იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერთან, „ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად "რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში" იმყოფებოდა. მეურნეობის მფლობელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა პროდუქციის წარმოების შესახებ და აღნიშნა, რომ მეურნეობის მოწყობისთვის ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა. მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს. ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გრძელდება მოსახლეობის მხარდაჭერა რთველის სეზონზე, რათა შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივებს ყურძნის მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ. 2013-2019 წლებში ჯამურად რეგიონში 1 120 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)