05:39 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 17:25:56, 1509 ნახვა

ეკონომიკა
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ე.წ  “ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

"ოცნების ქალაქში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. მთავრობის ხელმძღვანელმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას შეხვდა, მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ადგილზე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს და მათ მოლოდინებს.

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics