00:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 11:28:15, 2595 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - დღეს საქართველო არ არის ღირსეული

დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე, თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, სირცხვილია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო არ არის ღირსეული, რადგან შიდა დაპირისპირებას და ბოღმას გამოაქვს შედეგი, რაც დაღუპული გმირების დავიწყების ტოლფასია.

„ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე, თუ დავფიქრდებით, დღეც რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი, იმიტომ რომ ეს ადამიანები სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი. დღეს საქართველო არ არის ღირსეული, შიდა დაპირისპირებას, შიდა ბოღმას და სიძულვილს ყოველდღიურად გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე, ეს არის მათი არაპატივისცემა, მათი დავიწყება, იმიტომ რომ, ისინი თუ მოკვდნენ, მოკვდნენ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის, ერთიანობისთვის და დღეს ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, ერთიანობის მაგივრად ვართ ჩავარდნილი სიძულვილში, რომელიც მხოლოდ მტერს ეხმარება. ჩვენ თუ გვინდა რომ ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ - ამისი საწინდარი არის ერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics