|
2020-08-08 11:02:47, 1969 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მისმა მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ბათუმის მერთან, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. „ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა უნდა იყოს თანამიმდევრული, პრაგმატული და ყველა ერთად შევძლებთ დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რასაც ჰქვია ოკუპაცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა. აჭარიდან ომში 17 ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთ სამხედრო მოსამსახურეს დაზიანებების შედეგად შშმ სტატუსი აქვს მინიჭებული. დღეს აჭარაში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშებია დაშვებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)