2020-08-08 09:59:11, 1930 ნახვა
სამართალი
დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება
დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზა 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბაჩალიაშვილის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან