07:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 16:44:11, 549 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და აჭარის ა.რ. ონკოლოგიის ცენტრის მონაწილეობით, პრესკონფერენცია თემაზე: „ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული“ ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პრესკონფერენციით მოხდა საქართველოში ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის“ ოფიციალური გახსნა, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ღონისძიების ორგანიზატორები.

დღესვე, ბათუმში, ევროპის მოედანზე სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა უფასო კონსულტაციები სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. აქციის პარალელურად გაიმართება ქ. ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი.

კვირეულის ფარგლებში კლინიკა მედცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქალთა ლიგა -,,ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ", რომლის ლიდერად არჩეულ იქნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტი ინდირა ნაკაიძე. ლიგაში დღეისათვის ათი ქალბატონია გაერთიანებული, რომელებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება და უნდათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქალბატონებს.

ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც 5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics