2020-08-07 09:49:38, 2309 ნახვა
სამართალი
ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულ დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის გზაზე 28 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას საღამოს ესროლეს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19 –108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან