2020-08-06 19:50:02, 3076 ნახვა
საზოგადოება
ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი თბილისის მიმართულები ჩარტერულ რეისებს განახორციელებს
ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ფრენის განრიგს ავრცელებს:
20 აგვისტო, ათენი - თბილისი (გამოფრენა საბერძნეთის დროით 23:30, მოფრენა 21 აგვისტოს საქართველოს დროით 03:20);
21 აგვისტო, თბილისი - ათენი (გაფრენა საქართველოს დროით - 04:10, ჩაფრენა საბერძნეთის დროით 06:05);
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენის ნებართვა 5 აგვისტოს მისცა. ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,