|
2020-08-06 19:37:10, 2889 ნახვა
რეგიონი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შუახევის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს' შორის
მემორანდუმს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და პროექტის რეგიონულმა წარმომადგენელმა ასლან ჭანიძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობა სასოფლო თემის მდგრადი განვითარების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში: - ნიგაზეულში, ფურტიოსა და ზედა ტაკიძეებში ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს: წარმომადგენლების ჩართულობას და დასწრებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში; გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობას სათემო შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემის მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაში; შესაძლებლობის ფარგლებში შეთანხმებული სტრატეგიების მიხედვით პრობლემების მოგვარების პროცესში თანამონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი'' შუახევის თვითმმართველობასთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის გზით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)