|
2020-08-06 14:52:35, 2434 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას" მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმარების სახით „ნავთობისა და გაზის კორპორაცია" თითოეულ მათგანს 1 200 ლარის ოდენობის თანხით დაეხმარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ „ფრონტერას" წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში. „ამ ეტაპზე კომპანიასთან საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ვემზადებით გარკვეული ტექნიკური, ღია საკითხების გასავლელად. მაგრამ, ამავდროულად, დღემდე დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას" ყოფილი 84 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და რომელთა მიმართ, დღეის მდგომარეობით, ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება. ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ - „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" თითოეულ ადამიანს 1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მთავრობა კვლავაც მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას", რომ დღესდღეობით როდესაც აღარ არსებობს რაიმე შემაფერხებელი გარემოება იმისთვის, რომ მათ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ, არის მოლოდინი, რომ ისინი დაფარავენ ამ სახელფასო დავალიანებას. „მანამდე კი, ვიდრე „ფრონტერასთან" ეს დიალოგი გრძელდება, ამ ადამიანებისთვის ერთჯერად, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გავცემთ", - დასძინა ნათია თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)