|
2020-08-06 14:33:53, 2578 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა აგვისტოს ბოლოსთვის შესრულდება
„აგვისტოს ბოლომდე საბერძნეთის მიმართულებით მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები „ეგეოსის ავიახაზებთან" საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა. „დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში, ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე საქართველოსთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მან ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მთავრობას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო საბერძნეთის ტურიზმის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებთან ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოს პარტნიორ სამინისტროებთან. „ვფიქრობთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დღემდე ვართ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური, ტურისტული და პოლიტიკური ურთიერთობები არის ძალიან მყარი, პოზიტიური და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება მიუხედავად იმისა, რას იტყვის რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)