|
2020-08-06 12:24:46, 2513 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა
„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო „ვენდისთან“ ერთად. საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა „დანკინის“ მომხმარებლებისთვისაც მიეცა საშუალება დაეგემოვნებინათ ყველაზე მოსახერხეელი ზომის (19 სმ დიამეტრის) უგემრიელესი იტალიური პიცები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. „სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე და „ვენდისში“ პიცების კუთხის გაყიდვებით დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. „დანკინის“ პიცის გემოვნური თვისებები, მოსახერხებელი ზომა და ძალიან ხელმისაწვდომი ფასი მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია, შესაბამისად, ვფიქრობთ „დანკინის“ მრავალფეროვან მენიუში კიდევ ერთი გემრელი შეთავაზების დამატება ამერიკულ რესტორნებს კიდევ უფრო საყვარელ თავშეყრის ადგილებად აქცევს”, – აცხადებს “დანქინი“-ს და “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. ყველაზე გემრიელი პიცის შესაქმნელად კომპანიამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმუშავა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. „დანკინის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)