|
2020-08-06 10:35:47, 2530 ნახვა
რეგიონი
ხორბლის მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ფერმერებს მარცვლოვან კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები გააცნო. ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს ხორბლის დათესვამდე ნიადაგის მოსწორების, ასევე, ნაკვეთების საჰაერო შეწამვლის შესახებ და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კახეთის რეგიონში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები” შესახებ ტრენინგები დაასრულა. ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები კაკლოვანი კულტურების და მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარადება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)