10:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 10:20:50, 2413 ნახვა

საზოგადოება
2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics