|
2020-08-05 18:44:48, 3612 ნახვა
სამხედრო
საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს
საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა. განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები პირველად თავდაცვის ძელების ისტორიაში ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა. ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, რეკრუტები ჯგუფებში გადანაწილდნენ. პირველ ეტაპზე მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ კი, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)