23:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 12:04:59, 18775 ნახვა

ომი უკრაინაში
ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ 6 ადამიანს დაუდასტურდა, დინამოსა და ელიავაზე არცერთს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა.

მისი ინფორმაციით, გამოკვლეული 4 731 ადამიანიდან, კორონავირუსი მხოლოდ 6-ს დაუდასტურდა.

„ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ პირველ ორ დღეში გამოვლინდა, შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აღარ გვქონია. ამ 6-თან კონტაქტირებული, ლილოსთან კვეთა ვისაც ჰქონდა, სულ არის 13 ადამიანი. ადრე ეს იყო ერთი ოჯახური შემთხვევა, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილ ავადმყოფს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

ამასთანავე, ამირან გამყრელიძის თქმით, დასაქმებულები გამოიკვლიეს დინამოს და ელიავას ბაზრობებზეც და გამოკვლეულებიდან, კოვიდ19 არავის დაუდასტურდა.

„დინამოზე 487 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, აქედან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ელიავას ბაზრობაზე 436 ადამიანი გამოვიკვლიეთ, პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფით, მესამე დღის შედეგები დღეს იქნება ცნობილი, იმედი გვაქვს, ეს ბაზრობა იქნება ეპიდკეთილსაიმედო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics