2020-08-04 20:24:16, 17900 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 107 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 37 ადამიანი განიკურნა, სამი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,