2020-08-04 15:03:07, 2656 ნახვა
სამართალი
ბუსა ჟვანია კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ბუსა ჟვანია, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. ამ დროისთვის, ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერმა, ნიკოლოზ კვაჭაზემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაჭრილ თოფაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ლევან თოფაძეს დღეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან