|
2020-08-03 20:02:18, 4059 ნახვა
რეგიონი
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე. 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს. „საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები“ - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. 2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)