11:04 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 18:02:05, 3614 ნახვა

საზოგადოება
„ალტ-ინფო“ ანტილიბერალურ, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა - ISFED-ის ანგარიში

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 34 „ფეისბუქ“ გვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია „ალტ-ინფო“-სთან არიან დაკავშირებული.

ამასთან დაკავშირებით ანგარიშსს „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული მოქმედება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი კონტენტის „ფეისბუქ“ მომხმარებლებზე შენიღბულად და მასობრივად გავრცელებას. ამჟამად, „ალტ-ინფოს“ მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 - გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან“.

34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება „ალტ-ინფოს“ სიახლეები, მათგან 7 ჯგუფი მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას.

„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს - 157,640.  მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics