01:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 14:21:21, 2818 ნახვა

კომენტარი
„დინამო“ სულაბერიძის საქმეზე - კრიმინალური თავდასხმა „დინამო თბილისის” წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან არაა დაკავშირებული

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ლერი სულაბერიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ინფრომაციას არასწორს უწოდებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლერი სულაბერიძეზე კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებული არაა „დინამო თბილისის” წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან.

 „რამოდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამოდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორომაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს წინააღმდეგ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics