02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 12:59:25, 3038 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე

საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე, - ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას წინსვლა და განვითარება მოუტანა, თუმცა იყო შეცდომებიც.

„ვარდების რევოლუციამ“ შეძლო, გაემთლიანებინა ის უფსკრული, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოიშვა ზუგდიდსა და სამეგრელოში. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო გაემთლიანებინა და ის წყლულები მოეშუშებინა, რომელიც სამოქალაქო ომმა დატოვა. „ვარდების რევოლუციის“ მერე იყო წინსვლა, განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ შეცდომებსა და პრობლემებს. ჩვენ საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია და სწორედ ამ პოზიციით ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ არასდროს უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისთვის და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა. ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წარსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და ზუგდიდში, დეპუტატად კენჭს გიგი უგულავა იყრის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics