2020-08-03 11:06:58, 2593 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
ბუსა ჟვანიას ბრალი ედება პარლამენტის ყოფილი წევრის გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ დაზიანებაში. ლევან თოფაძეს ბუსა ჟვანიამ 4 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მსუბუქად.
გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან