|
2020-08-02 14:03:43, 10955 ნახვა
სხვადასხვა
სამი ქალი რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან გაგდებით ემუქრება
2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოპოზიციის განეიტრალება ვერ მოახერხა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დაკავებული კანდიდატის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია იქნება. ბელარუსში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე დიდი სიურპრიზი სვეტლანა ტიხანოვსკაია გახდა. ბოლო დრომდე ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ქალი ქუჩაში ათასობით მხარდამჭერს აგროვებს და “ევროპის უკანასკნელ დიქტატორს” უპირისპირდება. სვეტლანა დიასახლისი და ინგლისური ენის თარჯიმანია, არჩევნებამდე პოლიტიკურად სრულიად უცნობი ფიგურა. არჩევნებში მისი მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლუკაშენკო ტრადიციულად შეეცადა არჩევნებიდან მთავარი კონკურენტები ჩამოეშორებინა: მისი მეუღლე ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი დააპატიმრა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სერგეი ტიხანოვსკიმ შეიტყო, რომ ის არა პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ საკუთარი ცოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. თუმცა, იგი ამ სტატუსით მხოლოდ ათი დღე სარგებლობდა, რის შემდეგაც იგი ისევ დააპატიმრეს “საზოგადოებრივ წესრიგის უხეშად დარღვევის” გამო. ქალაქ გროდნოში გამართულ აქციაზე გამოსვლისას ტიხანოვსკაიამ საკუთარ თავს „ცვლილებების სიმბოლო“ უწოდა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობა დადო. მიტინგის მონაწილეებს შორის იყვენენ ოჯახები, რომელთაც თან ახლდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ტიხანოვსკაია მხარდამჭერებს მისი გამარჯვების შემთხვევაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას დაპირდა. ამავე დღეს ბელარუსის ხალხს სოლიდარობა ფრანკფურტში გამართულ აქციაზე გამოუცხადეს, რომელშიც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც მონაწილეობდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)