|
2020-07-31 18:11:39, 5040 ნახვა
რეგიონი
ახალგაზრდობის სააგენტო, რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია და საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ბოლნისელ ახალგაზრდებთან და მერთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და მისი მოადგილეები ბუბა გობეჯიშვილი და ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სურვილი გამოთქვა სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. რეზო ჩარკვიანის განცხადებით, სააგენტო მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში საექსპერტო დახმარებას გაუწევს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმები და „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ რეფორმის მიზნები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით წელს საპილოტე პროექტში 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტია ჩართული. „დღეს, შევხვდით ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს, რომელმაც ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვფიქრობ, ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარია, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელოს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)