|
2020-07-31 16:53:20, 3675 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია
არასამთავრობო ორგანიზაციები „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიგვაჩნია, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ რურუას საქმეზე სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ: ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულისთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა გიორგი რურუას როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ჩხრეკაც; პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე ჩაატარა. საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას. პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა პოლიტიკურ ოპონენტებსა, თუ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ზემოქმედების იარაღი. ამ მხრივ, გიორგი რურუას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც საეჭვოდ უკავშირდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მის გააქტიურებასა და ოპოზიციური ტელევიზიის წილის შეძენას. გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მისი დაკავების დღიდანვე მოექცა მედიის, საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ქვეშ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, განსაკუთრებით კი - ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები, რომლებშიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან იქნა ასოცირებული. ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ მომხდარიყო, რაშიც მოიაზრება ასევე გიორგი რურუას საქმე. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით ზემოაღნიშნული ფაქტები და კონტექსტი აჩენს კითხვის ნიშნებს გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და საფუძვლიან ეჭვს ბადებს საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო საფარი საქართველოს რეფორმების ასოციაცია თბილისი პრაიდი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)