|
2020-07-31 12:36:17, 3277 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არსად შეინიშნება და მეწყრული პროცესები გამორიცხულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, გეოლოგებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არსად შენიშნება, რის გამოც შემდგომში მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები გამორიცხულია. „დილიდან სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შემოფრენა განახორციელა ვერტმფრენით. მათ დაათვალიერეს სტიქიის ზონა, რათა გამოგვერიცხა შემდგომი შესაძლო საფრთხეები. მათ საკმაოდ დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არსად არ არის წყლის დაგუბებები, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)